Home
Category
TV Live Menu

სექტემბერში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.3 მილიარდი ლარით გაიზარდა

580f4c650df82
BM.GE
25.10.16 16:11
994
პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით გაიზარდა) და 26.0 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.8 პროცენტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day