Home
Category
TV Live Menu

სექტემბერში ლარში გაცემული სესხები 2.6-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული 0.7%-ით შემცირდა

580f5e9844a35
BM.GE
25.10.16 17:30
977
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი ოქტომბრისათვის 14.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 346.3 მლნ ლარით ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.6 პროცენტი). ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 95.4 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 0.3 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 250.9 მლნ ლარით, ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.4 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 30.81 პროცენტი შეადგინა - პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.02 პროცენტული პუნქტით მეტი.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.1 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 74.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 150.1 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 76.1 მლნ ლარით (0.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.8 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.6 მლრდ ლარის (0.9 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის სექტემბრის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 171.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 8.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.51 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.99 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day