Home
Category
TV Live Menu

სექტემბერში საარსებო მინიმუმი შემცირდა

58008d663a85d
BM.GE
14.10.16 11:44
1045
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მცირედით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 157 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4,6 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის სამსახურიას მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 139,3 ლარია.

საშუალო ოჯახის ერთთვიანი საარსებო მინიმუმი 263,9 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ერთსულაინი ოჯახის საარსებო მინიმუმი 139 ლარია, ორსულიანის 222,9 ლარი, ხოლო სამსულიანის კი 250,8 ლარი. სტატისტიკის სამსახურის მოანცემებით, ოთხსლულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 278 ლარს შეადგენს, ხუთსულიანის 313 ლარს, ხოლო ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი 370 ლარია.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

საქსტატი: საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია მოძველებულია

Subscribe to our news

Get the main news of the day