Home
Category
TV Live Menu

სექტემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 10.6%-ით გაიზარდა

57fce47db2784
BM.GE
11.10.16 17:01
1072
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, სექტემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 54 265 ერთეული შეადგინა. სექტემბერი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის სექტემბერთან (59 009 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 8.0%-ით, 2013 წლის სექტემბერთან (40 513 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 33.9%-ით, 2014 წლის სექტემბერთან (44 981 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 20.6%-ით, 2015 წლის სექტემბერთან (49 079 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.6%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (14.5%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (0.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

სექტემბერში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 13 368 ერთეული შეადგინა, საიდანაც 7 826 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 40 897 ერთეული შეადგინა, საიდანაც 2 356 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა.

სექტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 75.4%-ს მეორადი, ხოლო 24.6%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის სექტემბერში კი, შესაბამისად, 81.1%და 18.9%).

Subscribe to our news

Get the main news of the day