Home
Category
TV Live Menu

სერგეენკო: "ფრესკოს" არცერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა

589c43070f65c
BM.GE
09.02.17 14:21
1095
ფრესკოს არცერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, შრომითი დავების შემთხვევაში პირველ რიგში სამინისტროს მიმართონ.

"შრომის ინსპექცია არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელსაც უნდა ვუმატოთ და ვუმატოთ თანამშრომელი და ისე იარონ როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. მაგალითად გუშინდელი შემთხვევაში, "ფრესკოზე" გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა და არცერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day