Home
Category
TV Live Menu

სერგეენკო უმუშევრობის კომპენსაციაზე: უნდა იყოს მიღებული ისეთ მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური

58d3c2f34cd17
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.17 16:47
986
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით „უნდა იყოს მიღებული ისეთ მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური". ამის შესახებ სერგეენკომ "საქმის კურსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა უმუშევრებისთვის კომპენსაციების დაწესებაზე პროფკავშირებთან ერთად.

"საქმე ისაა, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის ჯადოსნური გასაღები, სხვადასხვა ქვეყანას  სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამ მხრივ. უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალისტური“,-განაცხადა სერგეენკომ. კითხვაზე, ადასტურებს თუ არა კონსულტაციებს ამ მიმართულებით, მინისტრი აცხადებს, რომ „ამაზე მუშაობა და მსჯელობა რაც სამინისტროშია სულ მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day