უმუშევარი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში პენსიის ოდენობის თანხის გადახდის ინიციატივა გაერთიანებულ პროფკავშირებს ეკუთვნის. საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან. დავით სერგეენკოს პოზიცია "ოპტიმალური და რეალისტური მოდელის შემოღება" იყო, თუმცა როგორც დღეს მინისტრმა განმარტა, უმუშევრებისთვის კომპენსაციების დაწესების შესახებ მზაობა არ არსებობს.
"უმუშევრობის დახმარება-კომპენსაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შესწავლილი გამოცდილებაა. ზოგ ქვეყანას ეს აქვს მიღებული, ზოგს არა. ეს არ არის კავშირში უმუშევრობის დონესთან, ან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ყველა ქვეყანა იღებს ისეთ გადაწყვეტყილებას, რომელიც მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. კონსულტაციები სულ არის ამაზე, მაგრამ დღეს მზაობა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ არცერთ მხარეს არ აქვს", - განმარტა დავით სერგეენკომ "საქმის კურსთან".