“სერიოზული უკუსვლა" -ასე აფასებს ევროპარლამენტი საქართველოს ასოცირების რეფორმებს. ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2020-2022 წლების პერიოდს მოიცავს. რა მიმართულებით აქვს ქვეყანას უკუსვლა და სად არის მთავარი ხარვეზები, რაც საქართველოს ასოცირებული შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს აფერხებს?