ServiceAir Holding ბიზნეს სექტორისთვის რეისებს სტამბოლსა და მოსკოვში შეასრულებს, რისთვისაც ახალი VIP კლასის თვიმფრინავები ჩამოჰყავს, - ამის შესახებ Bm.ge-ს ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ამირან მანჯავიძემ განუცხადა.
"აპრილში ჩამოგვყავს ორი თვითმფრინავი, რვა ადგილიანი ბიზეს-ჯეტი, რომელიც გრძელ მანძილებზე იფრენს. ეს არის ამერიკული თვითმფრინავები, რომლითაც რეისებს ბიზნესმენებისთის მოსკოვისა და სტამბოლის მიმართულებით შევასრულებთ, ანუ ეს იქნება ავიატაქსი ბიზნესისთვის", - განაცხადა ამირან მანჯავიძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიას Embraer-იც ჩამოჰყავს, რომელიც რეგიონალური თვითმფრინავია, 30 მგზავრზეა გათვლილი და ბათუმის მიმართულებით იფრენს.
"გეგმაში გვაქვს ამ თვითმფრინავით კრასნოდარის, როსტოვის, ფაბრიზი-ირანის მიმართულებაზე ვიფრინოთ და შეიძლება ერევანში და სოჩაშიც, მაგარამ ძირითადად მაინც ბათუმში, რეგულარულ რეისებზე ვაკეთებთ გათვლას", - განაცხადა ამირან მანჯავიძემ.
კომპანია თბილისი-ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ დაფრინავს. "სევისეარ ჰოლდინგში" შედის ავიაკომპანიები - "აკეარ ჯორჯია" და "სერვის ეარი".