Home
Category
TV Live Menu

სეს-ი ბრაზილიიდან ხორცის იმპორტთან დაკავშირებით საბაჟო სტრუქტურებთან ერთად მოკვლევას ახორციელებს

58d3c93997c06
BM.GE
23.03.17 17:09
1006
ბრაზილიიდან დაავადებული ხორცის იმპორტთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ "საქმის კურსს" განუცხადა, საქართველოში დაავადებული ხორცის შემოტანის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სეს-მა საბაჟო სტრუქტურებთან ერთად აღნიშნული მიმართულებით მოკვლევა უკვე დაიწყო.

"ბრაზილიიდან საქართველოდან შემოდის ხორცი მხოლოდ ისეთი ქარხნებიდან, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ. ასევე ჩვენ მიერთებული ვართ ევროკავშირის სწრაფი რეაგირების სისტემას, სიდანაც არანაირი შეტყობინება ჯერჯერობით ოფიაციალურად შემოსული არ არის, თუმცა შიგნით ვაკეთებს მოკვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით საბაჟო სტრუქტურებთან ერთად. ამ ეტაპზე არანაირი საშიშიროება ამ მიმართულებით არ არის", - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.

ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა ინფომაცია, რომ წლების განმავლობაში ბრაზილიის ხორცის უდიდესი მწარმოებლები დაავადებულ ხორცს ყიდდნენ. ხორცი მოხვდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე სხვა სახელმწიფოებში.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ბრაზილიიდან ხორცის იმპორტმა მხოლოდ გასულ წელს 4 ათას 286 ტონა შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day