Home
Category
TV Live Menu

სეს-მა ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს "აგროფერმა" დააჯარიმა

5a93f0b83ed99
BM.GE
26.02.18 15:33
717
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day