Home
Category
TV Live Menu

სეს მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში შეძენისგან, სადაც შენახვის სათანადო პირობები არ არის

58e3471a2bdeb
BM.GE
04.04.17 11:10
922
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!

სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები", - განმარტავენ სეს-ში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day