Home
Category
TV Live Menu

სეს: ყოველწლიურად ღვინოში აღმოჩენილი დარღვევების რაოდენობა 10%-ით იკლებს

57f780b66d91d
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.16 10:40
1711
წლიდან წლამდე ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები მცირდება. ყოველწლიურად ღვინოში აღმოჩენილი დარღვევების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით იკლებს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და სასმელების სამმართველოს უფროსის მარიამ გორდაძის ინფორმაციით, წელს სექტემბრის მონაცემებით სულ გამოკვლეულია 327 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა 50 ნიმუშში გამოვლინდა. მისივე განმარტებით, 29 შემთხვევაში შენახვის პირობები იყო დარღვეული, 21 შემთხვევაში კი სურსათის სააგენტოს ღვინის ფალსიფიკაციაზე აქვს ეჭვი. ამ შემთხვევებზე დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია გადაგზავნილი.

მარიამ გორდაძის ინფორმაციით, შემცირებულია და თითქმის აღარ ფიქსირდება ღვინოში საღებავის გამოყენების ფაქტებიც.

მისივე ცნობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ღვინის ფალსიფიცირებაზე კონტროლი გამკაცრებულია.

„ბოლო წლებში უფრო გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობა, რამდენადაც საქართველოს ექსპორტის დიდი პოტენციალი გააჩნია. გაძლიერებულია კონტროლი. წინა წლებში თუ საშუალოდ 100 ნიმუშს ვიღებდით, ბოლო 3 წელია 400-ზე მეტ ნიმუშს ვიღებთ ყოველწლიურად“,- აცხადებს მარიამ გორდაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day