ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინია. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე კი, გასულ წელს ლარში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12,8 %-მდე გაიზარდა. მაშინ, როცა 2021 წელს იპოთეკურ სესხებზე ლარში მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 11,75%-ს შეადგენდა. ჯამში იპოთეკური სესხების პორტფელში საპროცენტო განაკვეთები წლიურად 0,8%-ით არის გაზრდილი. საბანკო სექტორში ამბობენ, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა წელსაც გაგრძელდება. რამდენით გაძვირდება სესხები და რატომ?