Home
Category
TV Live Menu

"სესხების გალარება არა მარტო სოციალური პროექტი, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია"

587b129b9c26b
BM.GE
15.01.17 10:09
1175
"სესხების გალარება არა მარტო სოციალური პროექტი, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია“, - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, ლარიზაციაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმაა, რადგან ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენაა მიმართული.
 
"პროგრამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ისინი, ვისაც აშშ დოლარში აქვთ სესხი, არამედ პირობითად, ისინი, ვინც მომავალში უნდა აიღონ სესხი.

გრძელვადიან პერიოდში, ჩვენ ამ ღონისძიებიდან პოზიტიურ ეფექტს ველოდებით, რადგან ეს პროექტი მომავალში იმასთან არის დაკავშირებული, რომ ის დაახლოებით 30 000 ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად მიდის სავალუტო ჯიხურებთან და აშშ დოლარს ყიდულობენ, ამას აღარ გააკეთებს“, - აცხადებს გაგუა. მისივე თქმით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ შეთავაზებით ისარგებლებს, რადგან 20 პუნქტიანი სუბსიდია ძალიან მიმზიდველია.

„დანახარჯს, რომელიც ამ პროექტს ახლავს, უფრო მეტად ინვესტირების ელემენტი აქვს სუბსიდირების ელემენტთან ერთად“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე,

Subscribe to our news

Get the main news of the day