Home
Category
TV Live Menu
Loading data...

СFD აუქციონზე განაცხადების წარდგენა დაიწყო - როგორია ბიზნესის მოლოდინი?

BM.GE
23.03.23 16:37
100
ენერგოსექტორის მხარდაჭერის CFD მექანიზმით გამოცხადებულ პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება დაიწყო. 10 თებერვალს, მთავრობამ აუქციონზე 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა - 150 მეგავატი მოდინებაზე მომუშავე ჰესების პროექტებია, 70-70 მეგავატი ქარის და მზის სადგურები. ახლა ბიზნესს ორშაბათამდე აქვს ვადა საკუთარი შეთავაზებები საბანკო გარანტიასთან ერთად დახურული კონვერტით აუქციონის კომისიას წარუდგინონ და გამარჯვების მოპოვება კონკურენტულ ფასად შეძლონ. გარანტირებული შესყიდვის ნაცვლად CFD მექანიზმი, ბიზნესისთვის სიახლეა და არაერთ რისკსაც შეიცავს, მათ შორის რა იქნება მედიანური ტარიფი. თუმცა ამ მექანიზმის შემოღებამ გააჩინა განცდა, რომ ენერგეტიკის სექტორში უძრაობის ხანა დასრულდება - დაიწყო თუ არა კერძო სექტორმა განაცხადების წარდგენა და როგორ ხვდებიან ენერგიის მწარმოებლები ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას?

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day