Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შარშან სამშენებლო სექტორი 22%-ით შემცირდა - 2022 წლის მოლოდინები

BM.GE
24.03.22 12:57
322
2021 წლის ეკონომიკურ ზრდის შესახებ საქსტატის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ნომინალური მშპ გასულ წელს 22.3%-ით გაიზარდა, საიდანაც დეფლატორის წილი 10.8%; რეალური ეკონომიკური ზრდის წილი კი 10.4% იყო. 

ეკონომიკის დარგების უმეტესობაში გასულ წელს მატება იყო, თუმცა სამ სფეროში - მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და განათლებაში კლება დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მკვეთრი იყო ვარდნა სამშენებლო სექტორში, სადაც რეალური ზრდა მინუს 21.8% იყო. 

რაც შეეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებს, აქ გასულ წელს ზრდა 9.2% დაფიქსირდა. 

რა მოლოდინები არსებობს 2022 წელს სექტორში, მაშინ როცა პანდემიას რუსეთ-უკრაინის ომი დაერთო, რამაც სამშენებლო მასალების თვითღირებულება რეკორდულ ნიშნულებამდე გაზარდა? 

სტუმარი: ირაკლი როსტომაშვილი - მენაშენეთა ასოცაციის ხელმძღვანელი;



Subscribe to our news

Get the main news of the day