შატილში მოსახლეობა უკვე მესამე კვირაა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც bm.ge-ის ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მიზეზი ის არის, რომ შატილში ჰესი „ბიტეხი 1“დაზიანებულია. პრობლემის მოგვარება დროში ჭიანურდება და მოსახლეობას კონკრეტულ დროს ვერავინ ეუბნება , როდის აღდგება ელექტრომამარაგება. უშუქობის გამო, ყველაზე დიდი ზიანი კი ადგილობრივ ტურიზმს ადგება.
სტუმარი: გიორგი ჭინჭარაული კაფე „სანფლაუერი “- ს დამფუძნებელი.