პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვაში ჩაიძირა. ხომალდი სახელწოდებით Герои Арсенала ყირიმის ხიდიდან 14 კილომეტრის დაშორებით შტორმის დროს 03:40 საათზე ჩაიძირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"ძლიერი შტორმის გამო გემის კონსტურქცია, რომელზეც 3,5 ტონა ტვირთი იყო, შუაზე გაიყო და ჩაიძირა",- წერს ინტერფაქსი.
გემზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ქართველი, 2 რუსი და 9-უკრაინელი.
ამ დროისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც უკრაინელია.