"ჩვენი ქვეყნის მეშვეობით გადაზიდული თითოეული კონტეინერი, არის ახალი სამუშაო ადგილები და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კონტეინერების საწყობის მშენებლობას, რომელსაც კომპანია "აისბერგ ფოთი“ განახორციელებს.
პროექტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
"ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია თანდათან უფრო მეტად ხდება. საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე, ვინაიდან არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი გადაზიდული კონტეინერების რაოდენობასა და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროექტისთვის 400 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.