Home
Category
TV Live Menu

შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა აღარ გადაეცეთ

57adaba746b62
BM.GE
12.08.16 14:44
1556
სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეებს შესაძლოა აღარ გადაეცეთ. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.

”მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, ვთქვათ 40 000 ლარი ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე ავღნიშნე და მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ, საშუალება გვაქვს ჩემი და ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმრთულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day