Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტს ორი ახალი ქვეკომპონენტი დაემატა

BM.GE
29.01.18 16:54
1380
ცვლილებები "შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში. ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი კომპონენტების დამატება განპირობებულია იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

სტუმარი: გიორგი ჯიბლაძე - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე

Subscribe to our news

Get the main news of the day