არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრის შეიხი ნაჰაიანის განცხადები, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ინვესტიციებს გააორმაგებენ. ამის შესახებ მან „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
აეროპორტები, პორტები, უძრავი ქონება - ეს არის ის სფეროები, სადაც ინვესტირება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სურს.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდა, როგორც ვაჭრობის ისე ტურისტული მიმართულებით.
მისი განცხადებით, საქართველოში არის გამჭვირვალე გარემო, კორუფციის დაბალი დონე, რაც აჩვენებს, რომ საქართველო ბიზნესმეგობრულია და აქ მარტივია ბიზნესის კეთება.
კითხვაზე, რა რეკომენდაციები აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, შეიხი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა და მას შენიშვნები და რჩევები არ აქვს.