Home
Category
TV Live Menu

შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ახალი ტარიფები დაწესდა

5922cab58180f
BM.GE
22.05.17 15:24
940
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფები დააწესა.
გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა. სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

აქამდე მოქმედი ტარიფებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ზალაუფლების მქონე მობილური ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრებოდა 0.25 აშშ დოლარის ექვივალენტით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. ფიქსირებული ქსელის მფლობელი მნიშვნელობანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.15 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო ლარში.

საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფები ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day