Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური: "ბაზალტ ფაიბერსი" 1 054 256 ლარით დაჯარიმდა

5a798786e6dd9
თელარა გელანტია
06.02.18 14:44
1066
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, კომპანია "ბაზალტ ფაიბერს"-ს აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით, სულ 1 054 256 ლარი დაერიცხა.

როგორც BM.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, გადამხდელის საჩივარი წარმოდგენილია 2018 წლის 30 იანვარს, რომელიც დარეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის საჩივრების აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები გადატანილია დროებით ბარათზე (ე.წ. არაღიარებულ ბარათზე).

"შპს "ბაზალტ ფაიბერს"-ის საჩივარი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილება დავების განხილვის საბჭოს უახლოეს სხდომაზე“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ცნობისთვის: კომპანია "ბაზალტ ფაიბერს"-ის გენერალური დირექტორი ივერი ქუცნაშვილი შემოსავლების სამსახურის ჯარიმას სამართლიანად  არ მიიჩნევს  და დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day