Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური ელექტრონული სერვისებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს რეგისტრაციის გამარტივებულ ფორმას სთავაზობს

584e8a8f34fad
BM.GE
12.12.16 15:30
1630
12 დეკემბრიდან, შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის (პირველადი რეგისტრაციის) გამარტივებულ ფორმას სთავაზობს. კერძოდ, მას შემდეგ რაც იუსტიციის სახლში რეგისტრაციისას (ბიზნესის პირველადი რეგისტრაცია) გადამხდელი მიუთითებს საკუთარ აქტიურ ელექტრონული ფოსტის მისამართს, გადამხდელს შესაძლებლობა ექნება შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში ვიზიტის გარეშე ისარგებლოს , ელექტრონული სერვისებით. როგორ მუშაობს - ბიზნესის რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, გადამხდელი მიიღებს შეტყობინებას და მისთვის გენერირებულ უნიკალურ ბმულს. რეგისტრაცის პროცესის დასასრულებლად, გადასახადის გადამხდელი, ბმულის საშუალებით ავსებს ელექტრონულ ფორმას და შემდგომ ახორციელებს ავტორიზაციას ელექტრონული სერვისების გვერდზე. შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებას! დამატებითი კითხვებით დაუკავშირდით შემოსავლების სამსახურის ქოლცენტრს 2 299 299 ან მოგვწერეთ [email protected] ჩვენთან ურთიერთობა მარტივია.

Subscribe to our news

Get the main news of the day