Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური "ჯორჯიან მანგანეზის" მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოცულობას კიდევ ერთხელ დაითვლის

595b9ab259ddb
ელენე გოგბერაშვილი
04.07.17 17:38
889
"შემოსავლების სამსახურმა’’ "ჯორჯიან მანგანეზს’’ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად ჯარიმის სახით 200 მილიონი ლარი დააკისრა. ორი დღის წინ სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კერძო კომპანიაზე თანხის დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. როგორც "საქმის კურსს" "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განუცხადა, სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს თავიდან მოუწევს გადათვლა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

"კარგი ის მოხდა, რომ სასამართლომ არ მიიღო კომპანიის დაჯარიმების გადაწყვეტილება და საგადასახადო ორგანოს უკან დაუბრუნა გადასათვლელად. ველოდებით, რომ გადათვლა მოხდება თავიდან", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი.

Subscribe to our news

Get the main news of the day