Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური მოგებისა და ქონების გადასახადების შესახებ შეტყობინებას ავრცელებს

58d93a96921cc
BM.GE
27.03.17 20:13
1153
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საწარმოები და არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1 აპრილამდე.

ამასთან, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს. ხოლო მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შედის გასული, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

Subscribe to our news

Get the main news of the day