Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

58905ab3b989b
BM.GE
31.01.17 13:35
1194
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, განხორციელდება ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზარალებულ მოვაჭრეების დახმარების საკითხის შესახებ.

"ჩვენ გუშინვე მოვახდინეთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ გასული, გაეცნენ პრობლემის შინაარსს. მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობის და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას დაზარალებულ გადასახადის გადამხდელებზე, რათა მათ აღნიშნულ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, შემდგომ პერიოდში თითოეული დაზარალებული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება და ისე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day