Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური: მზად ვართ, დაზარალებულებისთვის მოხდეს ზარალის ჩამოწერა

595965d96bdee
BM.GE
03.07.17 01:28
935
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვართ გამოცხადებული, რათა მოვახდინოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება. ჩვენ მზად ვართ, მოხდეს ზარალის ჩამოწერა, აღნიშნული მოვაჭრეებს ეს მისცემს საშუალებას, რომ დამატებითი პრობლემები არ წარმოიშვას. მოვახდენთ იდენტიფიცირებას, ვის რა ზიანი მიაყენა ხანძარმა და იქნება განხორციელებული ყველა პროცედურა, რომ მოხდეს ხანძრით მიყენებული ზარალის და შესაბამისი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. დილიდან დავიწყებთ მუშაობას, მოვახდენთ იდენტიფიცირებას და დავადგენთ ზუსტ სიას, ვის მიადგა ზარალი“, - განმარტა მან.

1tv

Subscribe to our news

Get the main news of the day