Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახური: ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტთან რუსეთისკენ მიმავალი 54 სატვირთო ელოდება რიგს

5747e62ea1f86
BM.GE
27.05.16 10:15
1111
ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ამ დროისთვის, რუსეთისკენ მიმავალი 54 სატვირთო მანქანაა რიგში. როგორც "საქმიანი დილის" ეთერში შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა განაცხადა, გუშინ საღამოს 10 საათიდან დღეს დილის 8 საათამდე საბაჟო გამშვებმა პუნქტმა უზრუნველყო 277 სატვირთო მანქანის გატარება რუსეთის მიმართულებით, ხოლო რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 157 სატვირთო.
 
ხატია მოისწრაფაშვილის თქმით, სატვირთო ავტომობილების შეფერხება რუსულ მხარეს უკავშირდება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მეტი ავტომობილის გატარებას.

"ჩვენ ვმუშაობთ იმ ტემპით რა ტემპსაც გვთავაზობს ჩვენი მეზობელი ქვეყანა. სამწუხაროდ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მეტი მანქანის გატარებას.

ეს დამოკიდებულია იმ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, რაც რუსეთს გააჩნია.

საგრძნობლად მოიმატა რუსეთის მიმართულებით სატვრთოთა რაოდენობამ, განსაკუთრებით ეს არის სატრანზიტო სატვირთო ავტომობილები. იწყება სეზონურობაც და მოსალოდნელია რომ ტვირთბრუნვა დიდი იქნება და ასევე მოსალოდნელია, რომ იქნება შეფერხებები. სამწუხაროდ ისინი ვერ უზრუნველყოფენ იმ რაოდნეობის გარატებას რა რაოდენობაც მიდის მათი მიმართულებით", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day