Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

5979d855e767f
BM.GE
27.07.17 16:10
1015
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა. ამ პოსტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე შეითავსებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საბაჟოს სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და საერთაშორისო პროექტებზე. აღინიშნა საქართველოს საბაჟოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სექტორების ხელშეწყობის მიმართულებით.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ვლადიმერ ხუნდაძე იკავებდა.

შემოსავლების სამსახურში რეორგანიზაცია გამოცხადდა

Subscribe to our news

Get the main news of the day