Home
Category
TV Live Menu

შემოსავლების სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალის შემოტანის ფაქტი აღკვეთა

58abeba07a49f
BM.GE
21.02.17 10:55
963
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, აღკვეთილი იქნა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი MITSUBISHI PAJERO-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ამოიღო ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

Subscribe to our news

Get the main news of the day