"ხშირად ისმის კომენტარები რომ ყველაფერი გაძვირდა და იმ ინდექსით, რომელიც საერთაშორისოდ შემუშავებულია, ფასების ზრდა ქვეყანაში არ ყოფილა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
"ჟურნალისტებსაც გთხოვთ ოფიციალურ სტატისტიკას შეხედოთ. შესაძლოა ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდოს და ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი გაძვირდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
"ყველა იმ ფაქტორებს რომელმაც შეიძლება ინფლაციაზე იმოქმედოს ჩვენ ვაანალიზებთ“, - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებით დეტალურ ანალიზს ბანკი 14 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გაავრცელებს.
"ინფლაციის კუთხით არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა. ეროვნული ბანკი მომავალშიც იმუშავებს, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე იყოს", - განაცხადა გვენეტაძემ.