Home
Category
TV Live Menu

"შესრულებულია 2017 წლის ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი"

5a61d2c30f851
BM.GE
19.01.18 15:12
810
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.

„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131,5 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618.7 მლნ ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან მიმართებაში 12%-ს, 1 მილიარდ 244.6 მლნ ლარს შეადგენს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, გადაჭარბებით არის შესრულებული საშემოსავლო ნაწილის ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია: სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები გადაჭარბებულია 11.3 მლნ ლარით (8 მილიარდ 991.3 მლნ ლარი) 19.4 მლნ ლარიანი გადაჭარბებაა გრანტებიდან მიღებულ შემოსავლებში (350.6 მლნ ლარი) 23.4 მილიონი ლარით გადაჭარბდა სხვა შემოსავლები (408.4 მლნ ლარი) 7.6 მლნ ლარით გადაჭარბდა არაფინანსური აქტივების პრივატიზაციიდან მისაღები თანხები (97.6 მლნ ლარი) 34.1 მლნ დამატებით მივიღეთ ფინანსური აქტივებიდან (119.1 მლნ ლარი)ვალდებულებების ზრდაში სრულად იქნა ათვისებული დაგეგმილი მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო დაფინანსების კუთხით (სულ ვალდებულებების ზრდა - 1 მილიარდ 651.6 მლნ ლარი).

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება პარლამენტს 18 იანვარს უკვე წარედგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day