Home
Category
TV Live Menu

შესყიდვების სააგენტო სახელმწიფო ტენდერებში რანჟირების სისტემის შემოღებას კორუფციული რისკებით ხსნის

590adab795683
სალომე მეცხვარიშვილი
04.05.17 11:35
814
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პოტენციური მიმწოდებლების რანჟირების სისტემა შექმნა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ ახალი მოდელის შექმნის მიზნებს განმარტავს.

მისი თქმით, ეს არის პრევენციული ხასიათის ღონისძიება იმისთვის, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების დროს სახელმწიფო უწყებებმა კომპანიები პირადი ნაცნობობით არ აირჩიონ.

ლევან რაზმაძის განმარტებით, შეიქმნა კომპანიების სია, რომლებიც კონკრეტული სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში შემსყიდველს კვალიფიციურ სერვისს მიაწოდებს.

"გამარტივებული შეყსიდვების ნებართვას გასცემს შესყიდვების სააგენტოს 2016 წლიდან. სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემის შემდეგ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია თავისი ნებით ირჩევდა შემსყიდველ კომპანიას. ისინი მიდიოდნენ კომპანიებთან, რომლებიც ძალიან ახალი დარეგისტრირებული იყო ან კომპანიის ხელმძღვანელებს შემსყიდველთან ნათესაური კავშირი ჰქონდა. ჩვენამდე ასეთ ფაქტებს არ მოუღწევია და ეს ტელევიზიაში გახდა მსჯელობის საგანი. მაგრამ რომ აღარ ყოფილიყო ამ მიმართულებით შეკითხვები, შემოვიღეთ ახალი სისტემა, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციებს ავტომატურად აწვდის ყველაზე წარმატებული კომპანიების ჩამონათვალს იმის მიხედვით, რა ტიპის შესყიდვაც სურთ. მათ უნდა განიხილონ ჯერ ამ კომპანიების ჩამონათვალი და მხოლოდ დასაბუთების შემთხვევაში შეისყიდიან სხვა კომპანიისგან.

ეს გრძელი პროცედურა არ იქნება. ჩვენ გაცემული გვაქვს რეკომენდაცია, რომ შემსყიდველმა კომპანიებმა ისარგებლონ არამხოლოდ კომპანიების დახასიათებით, არამედ პერსონებზე დაყრდნობითაც. ამიტომ თუ კომპანიაში პროფესინალთა გუნდია, ამ შემთხვევაში ნაკლები ყურადღება მიექცევა კომპანიის შექმნის თარიღს",- აცხადებს ლევან რაზმაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day