"შეთანხმებასთან მიერთებით რუსეთმა 9 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო", - განაცხადა კორპორატიული რეიტინგების ჯგუფის AKRA-ს დირექტორის
მოადგილემ ვასილი ტანურკოვმა. ეს ნავთობის ფასების ზრდის გამო მოხდა - ბარელზე დაახლოებით, 10-11 აშშ დოლარით, რამაც არა მარტო ნავთობის მოპოვების შეზღუდვის კომპენსირება მოახდინა, არამედ შემოსავალიც გაზარდა, იუწყება მასმედია. არცთუ უმნიშვნელოა ის ფაქტიც, რომ ნავთობზე ფასების ზრდა, ავტომატურად ზრდის ფასებს რუსულ ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ გაზსა და ქვანახშირზე. თუ 2017 წელს ნავთობის ფასი ბარელზე 50-55 აშშ დოლარი შენარჩუნდება, რუსეთის ბიუჯეტი დამატებით 50 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს.
ენერგოდაიჯესტი