Home
Category
TV Live Menu

შევა თუ არა არაბული ჯგუფი საქართველოს აეროპორტების მართვაში?

5a93aa60f3c62
BM.GE
26.02.18 10:33
905
შეიხ ნაჰაიანს საქართველოს აეროპორტების მართვაში შესვლა სურს, - ამის შესახებ შეიხმა ცოტა ხნის წინ „საქმის კურსთან’’ ინტერვიუში განაცხადა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი ამბობს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება სურთ.

"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობასთან აეროპორტის საკითხზე. ეს არ იქნება ახალი აეროპორტი, ეს იქნება ინვესტიცია არსებულ აეროპორტში. ვხედავთ, რომ ქვეყანაში იზრდება ტურისტების რაოდენობა. ორი წლის წინ მათი რიცხვი 5 მილიონი იყო, დღეს კი უკვე 7 მილიონამდეა. ამიტო ამ სფეროში დიდ პოტენციალს ვხედავთ.
შესაძლოა მთავრობას სხვა მოსაზრება ჰქონდეს, თუმცა ჩვენი სურვილი მათ გავაცანით. სურვილი არსებული აეროპორტების მართვას ეხება", -განაცხადა შეიხმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, შეიხი ნაჰაიანის მიერ აეროპორტების მართვაში შესვლის შესახებ ინტერესს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია, რაც შეიძლება საჯარო გახდეს, - არ აქვთ.

,,თუ გვექნება კონკრეტული შედეგები, შეგატყობინებთ აუცილებლად. ამ წუთას რაიმე ინფორმაცია საჯაროდ, რომ განვაცხადოთ, არ გვაქვს’’-აცხადებს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ქეთევან ალექსიძე.

შეგახსნებთ, ამ დროისთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს თურქული ,,ტავი’’ მართავს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ის ამ ეტაპზე სახელმწიფოს მართვაშია.

Subscribe to our news

Get the main news of the day