ახალი შტაბის 60 მდე შემთხვევა. შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი. გაზრდილი დადასტურებული შემთხვევევის ოდენობა - ეპიდემიოლოგიური ვიტარების გაუარესების მოლოდინს რამდენიმე ინდიკატორი აქვს. დადებითობის კოეფიციენტი 2,2%-ია, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1%-ს აღემატება. ამ ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების კვლავ გამკაცრებას არ გამორიცხავს. წითელ ზონას უახლოვდება იმერეთი, გურია და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა.