საავიაციო საწვავი, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, დღგ-სგან გათავისუფლდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის, რომელსაც დღეს მთავრობა განიხილავს.
“ცვლილებათა პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სადა აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე - სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია ძირითადად სუბსიდირებადი დარგია და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა შიდა მიმოსვლა მაქსიმალურად გამარტივდეს.