საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყანაში შიდა ტურიზმი შემცირებულია. 2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა - მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე. ადგილობრივი ვიზიტორების იმედად დარჩენილი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები კი ზარალს ითვლიან.