Home
Category
TV Live Menu

შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა შემოდგომაზე გაიხსნება

57c97e27d1e27
BM.GE
02.09.16 17:20
1246
შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა შემოდგომაზე გაიხსნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქში საცობების განმუხტვის გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. მიმდინარე თვიდან თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი, ევროსტანდარტებზე მორგებული და ადაპტირებული ავტობუსები შემოვა, უკვე დასრულდა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია და მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზაცია, 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება.

Subscribe to our news

Get the main news of the day