"შოკოტელა" - ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც 26 წლის მარიამ კაპანაძემ შექმნა და ის მომხმარებელს სხვადასხვა ასორტიმენტის ხელნაკეთ შოკოლადს სთავაზობს. სტარტაპი ქართულ ბაზარზე 14 თებერვალს, ვალენტინობას გამოჩნდა და მომხმარებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. არასრულ ორ თვეში მარიამ კაპანაძემ "შოკოტელას" 150 ყუთის რეალიზაცია შეძლო.