Home
Category
TV Live Menu

"შორს ვართ იმ აზრისგან, რომ კოოპერატივებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ბაზარზე ოპერირება"

5955011505de3
დავით ჯალაღონია
29.06.17 17:28
800
დედა ენის ბაღში საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოფენა გაიმართა. ადგილზე ჩაი, რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი და სხვა პროდუქცია იყო წარმოდგენილი, რაც მოქალაქეებთან ერთად, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დააგემოვნა.

როგორც მიშელაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ისე არის მოწყობილი, რომ განვითარების მეტი შესაძლებლობების მქონე მეწარმეებმა მიიღონ სახელმწიფოს დახმარება და შესაბამისად, მათი სიცოცხლისუნარიანობა რისკის ქვეშ არ დადგეს.

"რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დღესვე ამ კოოპერატივებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ბაზარზე ოპერირება, ვინაიდან ვიცით, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უმეტეს შემთხვევაში შექმნილნი არიან ისეთი მეპაიეებისგან, რომლებსაც ნაკლებად ძლიერი საფუძველი აქვთ, ანუ ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობები მათ არ აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, რომ მათთან ერთად დიდი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ფერმერები გაერთიანდნენ და კოოპერატივების მეშვეობით, ერთობლივად აწარმოონ პროდუქტი“, - განმარტა მიშელაძემ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1538 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day