Home
Category
TV Live Menu

შპს "888"-ს და შპს "ჯითიესს" ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ

598ac1f7d9c56
BM.GE
09.08.17 11:59
861
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსიალია იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერს თუ პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

შპს „888“-ის მიმართ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებული იყო გაფრთხილება და ჯარიმა, თუმცა კომპანიას კანონით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიაში მაინც არ წარმოუდგენია, შესაბამისად კომისიამ მას საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა.

რაც შეეხება შპს „ჯითიესს“, კომუნიკაციების კომისიის ცნობით,  2013 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, ხოლო 2015 წლის მაისის თვის შემდგომ არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რაც ასევე, ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი გახდა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორივე კომპანია საქმიანობის განახლების შემთხვევაში უფლებამოსილია ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართოს კომისიას.

Subscribe to our news

Get the main news of the day