Home
Category
TV Live Menu

შპს "ფაიზაღმა" ხელშეკრულება დაარღვია და შავ სიაში აღმოჩნდა

5a7ffc2f39b5a
თამუნა დემეტრაშვილი
11.02.18 17:00
1165
შპს "ფაიზაღი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში შეიტანეს. კომპანიამ ხონის ცენტრალური საბავშვო ბაღი სათბობი შეშით ვერ უზრუნველყო, ტენდერის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები "არაჯეროვნად" შეასრულა, რაც "ფაიზაღის“ სანქცირების საფუძველი გახდა. 2017 წლის 15 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში, მხოლოდ შპს ,,ფაიზაღმა“ მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ საბავშვო ბაღისათვის 6666 ლარის ღირებულების სათბობი შეშის მიწოდების ვალდებულება აიღო.

შპს "ფაიზაღი" ტენდერის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ 2017 წლის 17 ნოემბერსაა რეგისტრირებული ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში. კომპანიის მფლობელად რეესტრში გოჩა სახურია ფიქსირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day