Home
Category
TV Live Menu

შპს "მაგთიკომსა" და კახა კალაძეს შორის დავა მორიგებით დასრულდა

589db52d6db02
BM.GE
10.02.17 16:33
1121
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიზიკური პირის კახა კალაძის განცხადების საფუძველზე შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ დავის განხილვა 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეებმა მორიგების მიზნით კომისიისგან არსებითი განხილვის გადადება მოითხოვეს, რაც დააკმაყოფილდა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოდავე მხარეების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ შპს „მაგთიკომსა“ და ფიზიკურ პირ კახა კალაძეს შორის მიღწეულია შეთანხმება და დავის არ არსებობის გამო მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. კომისიამ მხარეების მოთხოვნ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ: 2016 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდნენ შპს „მაგთიკომიდან“ და აცნობეს, რომ კ. კალაძის სახელზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი - 599 44XXXX იყიდებოდა, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა კ.კალაძეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კალაძის მოთხოვნა, აღნიშნული სააბონენტო ნომერი არ გაყიდულიყო და მისთვის დაემზადებინათ ახალი სიმ ბარათი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელმა, შპს "მაგთიკომიდან“ განხორციელებული ზარიდან დაახლოებით ერთ საათში, აცნობა შპს „მაგთიკომს“, სადაც პასუხად უთხრეს, რომ კ.კალაძის სააბონენტო ნომერი უკვე გაყიდული იყო. გაყიდვის მიზეზად, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაასახელა ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად, სააბონენტო ნომერი იყიდებოდა 6 თვის გათიშვის/უმოქმედობის შემთხვევაში.



Subscribe to our news

Get the main news of the day