Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შრომის ბაზრის გლობალური ტენდენციები - გავლენა საქართველოზე

BM.GE
26.01.23 12:43
111
2022 წლიდან დაწყებული მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები თანამშრომლობის მასიურად გათავისუფლების შესახებ აცხადებენ. მომდევნო თვეების განმავლობაში 11 ათასამდე დასაქმებულის დათხოვნას გეგმავს კომპანია მაიკროსოფტი, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 5%-ია. 

წლის დასაწყისში 18 ათასამდე თანამშრომლის დათხოვნის შესახებ განაცხადა ამაზონმაც. კომპანიის გენერალური დირექტორის, ენდი ჯესის განცხადებით, თავდაპირველად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ნაკლები მასშტაბებით იყო დაგეგმილი, თუმცა ვითარების ცვლილებამ Amazon-ის მენეჯმენტს უბიძგა, ასეთი რთული გადაწყვეტილება მიეღო. ტექნოლოგიური გიგანტის ეს ქმედება პირდაპირ კავშირშია მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან და კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებასთან. 

3 200-მდე აპირებს სამუშაო ძალის შემცირებას კომპანია ფორდიც. ამ შემთხვევაში მიზეზი ფორდის სტრატეგიული მიზანი- ელექტრომანქანებზე სრულად გადართვაა. 

სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია “Insource”-ის მმართველი პარტნიორი;


Subscribe to our news

Get the main news of the day