შრომის ინსპექცია ყველა დასაქმებულის შრომით უსაფრთხოებას გააკონტროლებს-ამის შესახებ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის განხილვისას, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის სპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა. "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის კონტროლი მხოლოდ მავნე, საშიშ და მძიმეპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება, თუმცა 2019 წლიდან შესაძლებელი იქნება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ყველა დასაქმებულის შრომით უსაფრთხოების პირობებს დაარეგულირებს.
"2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება ვიმუშაოთ კანონპროექტზე და ეს საერთაშორისო ვალდებულებაცაა, რომელიც სრულიად მოიცავს ყველა დასაქმებულსა და დამსაქმებელთა შრომით ურთიერთობებს, რაც დაკავშირებულია შრომით უსაფრთხოებასთან", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.