Home
Category
TV Live Menu

"შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს"

5918485c79bee
BM.GE
14.05.17 16:05
1024
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და, ბუნებრივია, ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია და, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი,''-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day